Over the course of many years, without making any great fuss about it, the authorities in New York disabled most of the control buttons that once operated pedestrian-crossing lights in the city. Computerised timers, they had decided, almost always worked better. By 2004, fewer than 750 of 3,250 such buttons remained functional. The city government did not, however, take the disabled buttons away—beckoning countless fingers to futile pressing.
Initially, the buttons survived because of the cost of removing them. But it turned out that even inoperative buttons serve a purpose. Pedestrians who press a button are less likely to cross before the green man appears, says Tal Oron-Gilad of Ben-Gurion University of the Negev, in Israel. Having studied behaviour at crossings, she notes that people more readily obey a system which purports to heed their input.
Inoperative buttons produce placebo effects of this sort because people like an impression of control over systems they are using, says Eytan Adar, an expert on human-computer interaction at the University of Michigan, Ann Arbor. Dr Adar notes that his students commonly design software with a clickable “save” button that has no role other than to reassure those users who are unaware that their keystrokes are saved automatically anyway. Think of it, he says, as a touch of benevolent deception to counter the inherent coldness of the machine world.
That is one view. But, at road crossings at least, placebo buttons may also have a darker side. Ralf Risser, head of FACTUM, a Viennese institute that studies psychological factors in traffic systems, reckons that pedestrians’ awareness of their existence, and consequent resentment at the deception, now outweighs the benefits. | ნიუ-იორკის ხელმძღვანელობამ დროთა განმავლობაში, ზედმეტი ფიქრის გარეშე გააუქმა მარეგულირებელი ღილაკების უმრავლესობა, რომლებიც ერთ დროს შუქნიშნებს არეგულირებდა ქვეითთა გადასასვლელებზე, ქალაქში. მათი აზრით, კომპიუტერიზებული ტაიმერები გაცილებით უკეთესად ფუნქციონირებს. 2004 წლისთვის 3 250 ასეთი ღილაკიდან მხოლოდ 750-მდე მოქმედი ღილაკიღა შემორჩა. თუმცა ქალაქის ადმინისტრაციამ გაუქმებული ღილაკები არ მოხსნა და უამრავი ადამიანი კვლავ აჭერს ხელს ამ უფუნქციო ღილაკებს. თავდაპაირველად ღილაკები დატოვეს დემონტაჟის ხარჯების დაზოგვის მიზნით. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გაუქმებული ღილაკებიც ემსახურება გარკვეულ მიზანს. ისრაელის ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მკვლევრის ტალ ორონ-გილადის აზრით, იმ ქვეითებისგან, რომლებიც ღილაკს ხელს აჭერენ, ნაკლებადაა მოსალოდნელი გადასასვლელზე გადასვლა მწვანე კაცუნას გამოჩენამდე. გადასასვლელზე ქცევების შესწვალის შედეგად იგი ასკვნის, რომ ადამიანები უფრო ადვილად ემორჩილებიან იმ სისტემას, რომელიც მოითხოვს სისტემის რეგულირებაში მათ მონაწილეობას. მიჩიგანის ან არბორის უნივერსიტეტის ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედების კვლევის ექსპერტი ეითან ადარი თვლის, რომ უმოქმედო ღილაკები იძლევა თავისებურ პლაცებოს ეფექტს, რადგან ადამიანებს მოსწონთ იმის განცდა, რომ შეუძლიათ თავად მართონ სისტემები, რომლებსაც ისინი იყენებენ. როგორც დოქტორი ადარი აღნიშნავს, მისი სტუდენტების მიერ შექმნილი კომპიტერული პროგრამები ყოველთვის ითვალისწინებს ღილაკს „შენახვა“, რომლის ერთადერთი ფუნქციაა ისეთი მომხმარებლების დარწმუნება, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, რომ მათ მიერ აკრეფილი ტექსტი ავტომატურად ინახება, მათი ჩარევის გარეშე. ყოველივე ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც უვნებელი ტყუილი, რომელიც ოდნავ ახალისებს ცივ მანქანურ სამყაროს. ასეთია ერთ-ერთი მოსაზრება. მაგრამ გადასასვლელებზე არსებულ პლაცებოს ღილაკებს შეიძლება უარყოფითი მხარეც ჰქონდეს. სატრანსპორტო მოძრაობის ფსიქოლოგიური ფაქტორების კვლევის ვენის ინსტიტუტის, FACTUM-ის ხელმძღვანელი რალფ რიზერი მიიჩნევს, რომ ფეხით მოსიარულეთა მიერ ასეთი ღილაკების არსებობის გაცნობიერება და მათი შემდგომი განაწყენება მოტყუების გამო, გადასწონის იმ სარგებელს, რაც ამ ღილაკებს მოაქვს. |