Over the course of many years, without making any great fuss about it, the authorities in New York disabled most of the control buttons that once operated pedestrian-crossing lights in the city. Computerised timers, they had decided, almost always worked better. By 2004, fewer than 750 of 3,250 such buttons remained functional. The city government did not, however, take the disabled buttons away—beckoning countless fingers to futile pressing.
Initially, the buttons survived because of the cost of removing them. But it turned out that even inoperative buttons serve a purpose. Pedestrians who press a button are less likely to cross before the green man appears, says Tal Oron-Gilad of Ben-Gurion University of the Negev, in Israel. Having studied behaviour at crossings, she notes that people more readily obey a system which purports to heed their input.
Inoperative buttons produce placebo effects of this sort because people like an impression of control over systems they are using, says Eytan Adar, an expert on human-computer interaction at the University of Michigan, Ann Arbor. Dr Adar notes that his students commonly design software with a clickable “save” button that has no role other than to reassure those users who are unaware that their keystrokes are saved automatically anyway. Think of it, he says, as a touch of benevolent deception to counter the inherent coldness of the machine world.
That is one view. But, at road crossings at least, placebo buttons may also have a darker side. Ralf Risser, head of FACTUM, a Viennese institute that studies psychological factors in traffic systems, reckons that pedestrians’ awareness of their existence, and consequent resentment at the deception, now outweighs the benefits. | მრავალი წელია, რაც ნიუ-იორკის მთავრობამ, დიდი ხმაურის გარეშე, თანდათან გააუქმა ქალაქში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი შუქნიშნების მაკონტროლებელი ღილაკები, რადგან ჩათვალა, რომ კომპიუტერული ტაიმერები თითქმის ყოველთვის უკეთ მუშაობს. 3250 ამგვარი ღილაკიდან 2004 წლისთვის 750-ზე ნაკლები დარჩა მოქმედი. თუმცა, გაუქმებული ღილაკები ქალაქის ხელისუფლებამ მაინც არ მოხსნა და უამრავ ადამიანს ისევ გაურბის თითი უსარგებლო დაჭერისკენ. თავიდან ღილაკები დატოვეს, რადგან მათი მოხსნა ძვირი დაჯდებოდა. მაგრამ უმოქმედო ღილაკებიც კი გამოსადეგი აღმოჩნდა. ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც ღილაკს აჭერენ, მანამ არ გადაკვეთენ გზას, სანამ შუქნიშანზე მწვანე კაცუნა არ გამოჩნდება, - ამბობს ტალ ორონ-ჟილადი, ისრაელის, ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტიდან. იგი კარგად იცნობს გზაზე გადასვლისას ხალხის ქცევას და აქედან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ადამიანები ისეთ სისტემას უფრო ემორჩილებიან, რომელიც მათ განზრახვებს ითვალისწინებს. უმოქმედო ღილაკები პლაცებოს მსგავს ეფექტს ქმნის, რადგან ადამიანებს მოსწონთ სისტემაზე კონტროლის შეგრძნება, ამბობს ეიტან ადარი, ადამიანსა და კომპიუტერს შორის ინტერაქციის ექსპერტი ენ არბორში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტში. დოქტორი ადარი აღნიშნავს, რომ მისი სტუდენტები პროგრამების დიზაინში ხშირად სპეციალურად ამატებენ დაწკაპუნებად "შენახვის" ღილაკს იმ მომხმარებელთა დასარწმუნებლად, რომლებმაც არ იციან, რომ მათ მიერ შეყვანილი მონაცემები ნებისმიერ შემთხვევაში ავტომატურად ინახება. იფიქრეთ ამაზე, როგორც ნებაყოფლობით ტყუილზე, რომელიც ერთგვარი წინააღმდეგობაა მანქანური სამყაროსათვის დამახასიათებელი სიცივის მიმართ, ამბობს იგი. თუმცა ეს მხოლოდ ერთი თვალსაზრისია. გადასასვლელებზე პლაცებო ღილაკების არსებობას უარყოფითი მხარეც შეიძლება ჰქონდეს. რალფ რისერი, ტრაფიკის სისტემებში არსებული ფსიქოლოგიური ფაქტორების შემსწავლელი ვენეციური ინსტიტუტის, FACTUM-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ იმედგაცრუება, რომელსაც ქვეითად მოსიარულეები ღილაკების უმოქმედობის აღმოჩენისას განიცდიან, ამჟამად მათ სარგებელს გადაწონის. |